მიხეილ კალანდიას პროკურატურამ დავით სარალიძის  განზრახ, ჯგუფურად მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინა

თბილისის №51 სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის, წინასწარი შეცნობით, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. 

ბრალის წარდგენიდან 24 საათში მიხეილ კალანდიას აღკვეთი სახის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

შეგახსენებთ, 2019 წლის 4 ივნისს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდიას დააკავა, რასაც უკვე  17 თვეა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის პალატის გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის განხრაზ მკვლელობა ჩაიდინა გ. ჯ.-მ, ჯგუფურად,  პალატამ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...