მიხეილ კალანდიას მამა: არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჩემი შვილი რკინის საგანს სარალიძეს ურტყამს

ამის შესახებ თბილისის №51 სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია “აიპრესთან” განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვლადიმერ ბორცვაძე იტყუება.

“მე არ მომისმენია ბორცვაძის განცხადება, მაგრამ მინდა გითხრათ, არანაირი ახალი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ჩემი შვილი ურტყამს რკინის საგანს სარალიძეს. ეს სიცრუეა. არ ვიცი რაში დასჭირდათ, მაგრამ სრულ აგონიაში არიან… ვიმეორემ, არანაირი რკინის საგანი, რამტკიცებულებაზეა საუბარი ან სად ამოიღეს ეს რკინა? წელიწადნახევრის წინ მოხდა… არ დაიჟანგა? საქმეში ახალი მტკიცებულება არ არსებობს” – განაცხადა “აიპრესთან” თენგიზ კალანდიამ.

შეგახსენებთ, მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში დახურულ ფორმატში მსჯელობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად