მიხეილ კალანდიას ძმა: რეალურად დავდექით იმ სურათის წინაშე, რომ საქართველოში სამართლის კოლაფსია

ამის შესახებ თბილისის №51 სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული იმის გამო, რომ საზოგადოებრივი მღელვარება, რაც წინა სასამართლო ინსტანციის შედეგად ვნახეთ ყველამ როგორ დასრულდა, ეს აერიდებინათ თავიდან, მაგრამ მე მინდა ვთქვა, ამას ვერ ასცდებიან. ჩვენ არ  ვაპირებთ, არცერთი ოჯახის წევრი, საახლობლო და საზოგადოება.  ვიცი რომ ძალიან ძნელი დასაჯერებელია ამდენ ხნის პროპაგანდის შემდეგ, თითქოს მიხეილ კალანდია მკვლელი იყო. ალბათ საზოგადოებისთვის ძნელი დასაჯერებელი იქნება ეს ყველაფერი მაგრამ, დღეს რეალურად დავდექით იმ სურათის წინაშე, რომ საქართველოში სამართლის კოლაფსია“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ

შეგახსენებთ, 2019 წლის 4 ივნისს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდიას დააკავა, რასაც უკვე  17 თვეა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის პალატის გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის განხრაზ მკვლელობა ჩაიდინა გ. ჯ.-მ, ჯგუფურად,  პალატამ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...