მიხეილ ჯანელიძე: შეხვედრაზე ევროინტეგრაცია და პოლიტიკური პრიორიტებები განვიხილეთ

საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერი და პრეზიდენტი ესწრებოდნენ, პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროინტეგრაცია განიხილეს. 

საუბარი შეეხო ასევე პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტს და ზოგადად რეგიონში არსებულ სიტუაციას.

„ჩვენი პოზიცია ნათელი არის. ჩვენ ვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც არის მანიშნებელი ჩვენი წინსვლის ინტეგრაციის გზაზე. ასევე ჩვენ ვმუშაობთ, იმისათვის, რომ ამაღლდეს საქართველოს თავდაცვის უნარიანობა და ვარშავის სამიტზე ჩვენ მოველით, რომ ეს პროგრესი, რომელიც გვაქვს ინტეგრაციის გზაზე დაფიქსირდება კიდევ ერთხელ. ასევე გადაიდგმევა ნაბიჯები, რათა კიდევ ერთხელ უფრო გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვის უნარიანობა ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ცნობისთვის, მთვრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა თითქმის 2 საათი გაგრძელდა.

შეხვედრას, პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის გარდა ესწრებოდნენ, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...