მიხეილ ჯანელიძე: კონფლიქტის დარეგულირება მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი

NULL

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, როგორც ის ჟურნალისტებთან აცხადებს, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მხარდაჭერით ცდილობს მაქსიმალურად მშვიდობიანად გადაწყვიტოს კონფლიქტი.

„ყოველთვის უმძიმესია ამ დღეების გახსენება, მაგრამ ეს არ ხდება მხოლოდ აგვისტოში. ჩვენ ეს გმირები და ეს დღეები გვახსოვს ყოველდღიურად, მათ თავი შეწირეს საქართველოს ერთიანობას, ბრძოლას თავისი სამშობლოსთვის, უთანასწორო ბრძოლას, იმ აგრესიას, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და რომლის შედეგებიც სახეზე გვაქვს და ეს გრძელდება დღესაც ოკუპაციის სახით.

„ამ საკითხის გადაწყვეტის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ეს არის მშვიდობიანი გზა, კონფლიქტის მშვიდობით დარეგულირების შესაძლებლობა და ასევე ის პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის გაერთიანებას, ერთობას, ნდობის აღდგენას და ერთად ცხოვრებას“ – განაცხადა მინისტრმა.

The post მიხეილ ჯანელიძე: კონფლიქტის დარეგულირება მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი appeared first on iMtavroba.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...