მიხეილ გორბაჩოვის პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა

წინასწარი მონაცემების თანახმად, მიხეილ გორბაჩოვის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა.

ჩემმა პარტიამ, წინაწარი, არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვერ შეძლო 4%-იანი ბარიერის გადალახვა. ჩვენ მხოლოდ 2% ავიღეთ”, – ამბობს გორბაჩოვი და იქვე ხაზგასმით დასძენს, რომ ამის გამო სასოწარკვეთას არ მიეცემა და აპირებს 2024 წლის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

მიხეილ გორბაჩოვ დომი ინდონეზიის სოლიდარობის პარტიის პრესმდივანია. მისმა მშობლებმა გაზეთში მიხეილ გორბაჩოვზე სტატია ნახეს და მამას იმდენად მოეწონა გავლენიანი პოლიტიკოსი, რომ შვილს დაარქვა სახელად მიხეილ გორბაჩოვი.

არჩევნები ინდონეზიაში 17 აპრილს დასრულდა. ოფიციალურ შედეგებს 22 მაისს გამოაცხადებენ.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...