მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა

როგორც “აიპრესს” ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი გოჩა ინგოროყვას ნეიროქირურგიის ცენტრი) განუცხადეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მინისტრის მოადგილე მრავლობითი მოტეხილობით ამჟამად ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად