მიხეილ გიორგაძე: ვეცდები ინფრასტრუქტურას არცერთი თეთრი არ მოაკლდეს

2015 წლის ბიუჯეტის ცვლილებები კულტურის და ძეგლთა დაცვის სამისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე არ აისახება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა:

"ბიუჯეტის შემცირება ადმინისტრაციულ ხარჯებზე აისახება. მაქსიმალურად ვეცდები, არცერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ მოაკლდეს ეს თანხა. შეიძლება წლის მეორე ნახევარში გარკვეული შეზღუდვა გვქონდეს პროგრამული დაფინანსების თვალსაზრისით. თუმცა იმ ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე, რაც ჩვენს დედაქალაქში არსებობს, და არა მხოლოდ დედაქალაქში, ვეცდები ინფრასტრუქტურას არცერთი თეთრი არ მოაკლდეს“, -აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებები გულისხმობს მხარჯავი დაწესებულების ასიგნებების შემცირებას 140 მლნ ლარამდე, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში სამინისტროების ასიგნებები მცირდება დაახლოებით 70 მლნ ლარით, ხოლო დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში ასევე 70 მლნ ლარამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად