მიხეილ გიორგაძე: სირცხვილია აუდიტის სამსახურის მიერ არაადეკვატური განცხადების გაკეთება

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა დაიწყო, სადაც დღის წესრიგით განსახილველი 38 საკითხია.

სხდომის დაწყებდამდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებთან აუდიტის მიერ გაკეთებულ დასკვნაზე კომენტარი გააკეთა, სადაც საუბარია, თითქოს  სამინისტროს თანამშრომლებმა 1500%-ით მომატებული დანამატები აიღეს.

„ჩემი ღრმა რწმენით, საქმე გვაქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან. აბსოლუტურად არაადეკვატური ანალიზი იყო გაკეთებული. ეს ანალიზი სიტუაციას წარმოაჩენდა იმგვარად, თითქოს ჩვენი ანაზღაურება გაიზარდა. თუ ეს ასეა დღეს მე 50 ათასზე მეტი ხელფასი უნდა მქონდეს, რაც ნამდვილად არ მაქვს. მე ბატონი ლაშა თორდიას ადგილას იმ თანამშრომლებს, ვინც ასეთ ანგარიშს მომაწოდებდა მინიმუმ სამსახურიდან გავათავისუფლებდი. ვფიქრობ, სირცხვილია სახელმწიფო უწყების მიმართ ასეთი არაადეკვატური განცხადების გაკეთება“,- განაცხადა გიორგაძემ. 

ლაშა თორდია: კულტურის სამინისტროში დანამატები 1509%-ით გაიზარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...