მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მრავლობითი მოტეხილობით იგი ამჟამად ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მინისტრის მოადგილე მრავლობითი მოტეხილობით ამჟამად ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.უწყებაში აცხადებენ, რომ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მომხდარის სხვა დეტალებს კი გამოძიება დაადგენს. შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად