A1 ბანერი

მიხეილ დუნდუა: “ეროვნულ ბანკს თავისუფლად შეუძლია დოლარის გაყიდვა, მაგრამ არ აკეთებს”

ლარის ნიშნულის კატასტროფული ვარდნა ექსპერტების აქტიური განხილვის თემად იქცა როგორც მედიასაშუალებებში, ასევე სოციალურ ქსელში. ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკი დოლარს თავისთვის ირეზერვებს, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ლარის კრიზისს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა:

"კრიზისი დოლარის დეფიციტმა შექმნა და არა ლარის სიჭარბემ. თან დეკემბერში მიუხედავად პანიკის შექმნის მცდელობისა, პანიკა არ მომხდარა და დანაზოგის გადარჩენის მიზნით მასობრივად დოლარის შესყიდვა არ დაფიქსირებულა. ეროვნული ბანკის სუფთა ამოღებამ ბოლო ორი წლის (2013-2014) განმავლობაში 235 მილიონი დოლარი შეადგინა. წლის ბოლო კვარტალში დოლარზე მოთხოვნა იმპორტის მყისიერი მატების გამო 200 მილიონით იზრდება და ბუნებრივია ზემოთაღნიშნული 235 მილიონი დოლარის დეფიციტი ბაზარმა მკვეთრად იგრძნო. ეროვნული ბანკი კიდევ უფრო შორს წავიდა და დეკემბერ-იანვარში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაზარდა თითქმის 2 მილიარდ 700-მილიონამდე, და ეს ძირითადად მთავრობის მიერ მოზიდული კრედიტის ხარჯზე გააკეთა, რაც ლარის დევალვაციის პირდაპირი პროვოცირებაა…

თუ მთავრობა კრედიტს დოლარში მოიზიდავს, მიმოქვევაში ლარს გაუშვებს, ხოლო მოზიდულ დოლარს ეროვნული ბანკი რეზერვებში ჩაკეტავს, ლარი დოლარის ბალანსი დაირღვევა და ამას ისეთივე ეფექტი ექნება, როგორც ლარის ემისიას… საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტანდარტით, სისტემა ითვლება მდგრადად თუ საერთაშორისო რეზერვების მოცულობა თვის იმპორტს 3-ჯერ აღემატება. იანვარში როგორც წესი იმპორტი მცირდება და ასე, 500 მილიონის დოლარის ფარგლებში მოძრაობს, მარტივი გათვლებითაც ადვილი დასანახია, რომ საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დღეს თვის იმპორტს 5-ჯერ აღემატება. ეროვნულ ბანკს თავისუფლად შეუძლია დოლარის გაყიდვა, მაგრამ არ აკეთებს."

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...