მიხეილ ჩხენკელი “სუხიშვილების” ახალი პროექტის კონცერტს დაესწრო და მოცეკვავეებს წარმატებული პრემიერა პირადად მიულოცა

ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილები“ საზოგადოებას ახალი პროექტი –„არტეფაქტები“ წარუდგინა. კონცერტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.

„არტეფაქტები“ „სუხიშვილების“ პირველი პროექტია პანდემიის შემდეგ. იგი ილიკო სუხიშვილმა დადგა, მუსიკა კი გიორგი გვარჯალაძესთან ერთად დაწერა. კოსტიუმები მოცეკვავეებისათვის ანსამბლის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა თავად შექმნა.

კონცერტის დასრულების შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელებსა და მოცეკვავეებს წარმატებული ჩვენება პირადად მიულოცა და სამინისტროს სამსახსოვრო საჩუქრები გადასცა.

კონცერტი ღია ცის ქვეშ ჩატარდა, რომლის დროსაც გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ღია სივრცეებში ღონისძიებების ორგანიზების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად