მიხეილ ჩხენკელი: მადლობა ბიძინა ივანიშვილის ქსუ-სა და ადრონული თერაპიის ცენტრის დაფინანსებისთვის

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

” უმაღლესი განათლების მიმართულებითაც, განათლების მიმართულებითაც, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ამ მიმართულებით რეფორმებს.

მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნო ორი მეგაპროექტი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემათა შორეს გახლავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ფაქტია, რომ გაისად, 2020 წლის სექტემბერში ქსუ მიიღებს პირველ სტუდენტებს და დაიწყება აკადემიური ცხოვრება.

ასევე, მეორე მეგაპროექტი ეს გახლავთ ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც იფუნქციონირებს ქუთაისი საერთაშორისო უნივერსიტეტში. ადრონული თერაპიის ცენტრში იქნება სიმსივნის მკურნალობა და ასევე ძალიან სერიოზული კვლევითი პროცესი მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით.

ეს უზარმაზარი პროექტებია და ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედება ამ საშვილიშვილო პროექტებში. ეს გახლავთ უდიდესი საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად