მიხეილ ბატიაშვილისა და ეკა ტიკარაძის მინისტრობის კანდიდატურას გაერთიანებულ კომიტეტზე მხარი დაუჭირეს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებმა განათლების მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ბატიაშვილს მხარი დაუჭირა.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს.

მიხეილ ბატიაშვილს და ეკატერინე ტიკარაძეს სამ გაერთიანებულ კომიტეტზე მოუსმინეს.

მოსმენას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დასწრებიან.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს მოუსმინეს. დეპუტატებმა აღნიშნულ თანამდებობაზე მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...