მიხეილ ბატიაშვილი: მალე გაიგებთ, ვინ იქნება განათლების მინისტრი

ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ძალიან მალე გაიგებთ, კონკრეტულად ვინ იქნება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – ამის შესახებ აღნიშნული უწყების ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

” მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, ახლაც მე სამინისტროში ვბრუნდები, ყველა ის პროცესი, ყველა ის გეგმა, რომელიც დაგეგმილია, თავისთავად გაგრელდება.

ვგეგმავ, ჩემი ენერგია სისტემის გარედან ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მიმდინარე რეფორმებს, და ხელს შეუწყობს განათლების სისტემის განვითარებას.

ჩემი როლი და ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული კონკრეტული, მნიშვნელოვანი და დიდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში. კონკრეტული შედეგების მისაღწევად და განათლების ერთიანი რეფორმის გასაძლიერებლად.
ეს იყო ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, რომელიც უკავშირდება ჩემს გეგმებს, რომელიც დაკავშირებულია განათლების მიმართულებით, რადგან ამ სფეროში ვიყავი წლების განმავლობაში, ამ სფეროში დავრჩები, ეს მიმართულია იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, ხელი შევუწყოთ რაც შეიძლება მეტი წარმატებული, კონკრეტული პროექტი, განათლების მიმართულებით, გაჩნდეს საქართველოში.

რაც შეეხება მე სად მივდივარ, ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე გაიგებთ. როდესაც ყოველთვის ნაბიჯს ვდგამდით, ჯერ რაღაცას ვაკეთებდით, მე ვამბობდით. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, რამდენიმე კვირაში მოგეცემათ შესაძლებლობა…
ბატიაშვილი ამბობს, რომ რჩება საქართველოში, მნიშვნელოვნი პროექტების განხორციელწბაში ჩაერთვება”,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ცნობოისთვის, დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად