მიხაილ ჟვანეცკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსი მწერალი-სატირიკოსი მიხაილ ჟვანეცკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია მწერლის მეგობრებზე დაყრდნობით აცხადებს, რომლებმაც ფაქტი ტელეკომპანია “დოჯდს” დაუდასტურეს.

მიხაელ ჟვანეცკიმ სასცენო მოღვაწეობა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. წერდა სატირულ მონოლოგებს, რომლებიც იმ პერიოდში ძალიან პოლულარული იყო. ჟვანეცკი ორი კრებულის და სატირული მონოლოგების ხუთტომეულის ავტორია.

მიმდინარე წლის დასაწყისში მსახიობმა სასცენო და სატელევიზიო მოღვაწეობაზე უარი თქვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ჟვანეცკის მიღებული ჰქონდა რუსეთის და უკრაინის სახალხო არტისტის წოდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...