მიხაელ შუმახერი თავს კარგად გრძნობს

ფორმულა-1-ის მსოფლიო ჩემპიონი მიხაილ შუმახერი გონს მოვიდა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

გავრცელებული ინფომრაციის მიხედვით, იგი ჩუმად გადაიყვანეს პარიზის კლინიკაში, სადაც უჯრედები შეუყვანეს.

გასული წლის ბოლოდან მოყოლებული კი ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იგი ახლა ოჯახთან ერთად, შვეიცარიაში, თავის სახლში იმყოფება და აღარ არის მიჯაჭვული საწოლს, თუმცა მიხედვა სჭირდება.

შუმახერმა მძიმე ცერებრალური ტრავმა 2013 წლის დეკემბერში მიიღო, როდესაც ალპებში თხილამურებით სრიალებდა. დაცემისას კი თავი ქვას დაარტყა. ამის შემდეგ სპორტსმენმა ნახევარი წელიწადი მედიკამენტოზურ კომაში გაატარა. 2014 წელს კი იგი კომიდან გამოვიდა და სარეაბილიტაციო ცენტრში იქნა გადაყვანილი.

2014 წლიდან მოყოლებული კი, იგი შინ აგრძელებდა მკურნალობას, შვეიცარიაში. სპორტსმენის ოჯახი და ახლობელები თითქმის საერთოდ არ საუბრობდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად