მიკ მაკარტნი: საქართველოსთან ვერ მოგების ან მარცხის ვარიანტს არც განვიხილავთ

ხვალ, 26 მარტს, ევრო 2020 ის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურის მატჩში, დუბლინის “ავივა” არენაზე, ერთმანეთს საქართველოს და ირლანდიის ფეხბურთელთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
დღეს ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებმა მატჩისწინა პრესკონფერენციები გამართეს და მედიის წარმომადგენლებთან ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიკ მაკარტნი მედიას დღეს, ნაკრების ვარჯიშამდე შეხვდა. მაკარტნი სულ რამდენიმე თვეა ირლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

„სახლში ვთამაშობთ, ამიტომ ვალდებულნი ვართ მეტოქე დავამარცხოთ.

ვნახე საქართველოს ნაკრების თამაში შვეიცვარიასთან. პირველ ტაიმში მათ ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ და გოლის გატანის შანსიც ჰქონდათ.

საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში უკეთ თამაშობს. მარტივი შეხვედრა არ იქნება, მაგრამ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.

ჩვენ ჰიბრალტარის წინააღმდეგ იდეალურად არ გვითამაშია და ყველაფერი სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ. ამ თამაშზე სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ.

საქართველოსთან ვერ მოგების, ან მარცხის ვარიანტს არც განვიხილავთ. რთული ჯგუფია და უაზროდ ქულები არ უნდა დავკარგოთ“ – განაცხადა ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე.

მატჩის წინ კომენტარი ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა ჯეფ ჰენდიკმა გააკეთა: “საქართველო კარგი გუნდია და ურთულესი მატჩი გველის. ბოლო პერიოდში, ისინი კარგად თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი ტაქტიკა და მიზნები გვაქვს” – განაცხადა ჰენდრიკმა. ჰიბრალტართან მოგებულ მატჩში ერთადერთი გოლი სწორედ ჰენდრიკმა გაიტანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...