მიკ ჯაგერს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა

როჯ-ჯგუფ The Rolling Stones-ის ვოკალისტს, მიკ ჯაგერს გულის სარქველზე ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Billboard-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მუსიკოსს ოპერაცია ნიუ-იორკში ჩაუტარდა. ამჟამად ის ოპერაციული ჩარევის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.
ექიმები მის ჯანმრთელობას კვლავ აკონტროლებენ, რათა ოპერაციას შემდგომი გართულებები არ მოჰყვეს.

წყაროს თანახმად, მიკ ჯაგერი თავს უკვე უკეთესად გრძნობს და მალე კლინიკას დატოვებს.

ამა წლის 30 მარტს, The Rolling Stones-მა ტური გადადო, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკა უნდა მოეცვა. ამის მიზეზი კი ჯგუფის ვოკალისტის მიკ ჯაგერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

როკ-მუსიკოსმა ბოდიში მოიხადა ფანების წინაშე კონცერტის გადადების გამო. მან პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა სცენაზე რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში სულ 17 კონცერტი გადაიდო. ტური 20 აპრილს, მაიამიში უნდა დაწყებულიყო და კანადაში, 29 ივლისს უნდა დასრულებულიყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...