მიგრაციის დეპარტამენტმა დროებითი განთავსების ცენტრში ამანათების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა დროებითი განთავსების ცენტრში ამანათების მიღებაზე COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო დაწესებული შეზღუდვა დღეიდან მოხსნა. შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი პირები, კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამანათების მიღებას კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად