მიგრანტებმა ბუდაპეშტის ვაგზალი შტურმით აიღეს

ათასობით მიგრანტი ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ბუდაპეშტის ვაგზალში შეიჭრა. Bloomberg-ის ინფორმაციით მიგრანტებმა ავსტრიისა და გერმანიის მიმართულებით მოძრავ მატარებლებში შეღწევა სცადეს.

უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლები შეეცადენ მიგრანტებისათვის აეხსნათ, რომ დასავლეთის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო, თუმცა ამ მცდელობამ შედეგი არ გამოიღო.

“ჩვენ არ ვაპირებთ ძალის გამოყენებას, თუმცა მათი ქმედება აშკარად ცდება კანონის ფარგლებს”, – განუცხადა ადგილობრივ მედიას უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ჟოლტან კოვაჩმა.

1 სექტემბერს უნგრეთმა დასავლეთით მოძრავ მატარებლებში მიგრანტების შეშვება შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება უნგრეთის მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც ავსტრიამ და გერმანიამ უნგრეთი დასავლეთის მიმართულებით მიგრანტების უსისტემო ტრანსპორტირებაში დაადანაშაულა. გერმანიასა და ავსტრიაში შიშობენ, რომ თუ არაფერი შეიცვალა 2015 წლის ბოლოსათვის მიგრანტების რაოდენობა ამ ქვეყნებში 800 ათასს გადააჭარბებს. გერმანია, ავსტრია და საფრანგეთი ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების თანაბარ გადანაწილებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად