აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა კაცმა Mega Millions-ის ლატარიაში მილიარდი დოლარი მოიგო. ინფორმაცია ამის შესახებ ლატარიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, ეს ლატარიის ისტორიაში, სიდიდით მეორე ჯეკპოტია. 2018 წელს სამხრეთ კაროლინაში იღბლიანი ბილეთის მფლობელმა 1,5 მილიარდი დოლარი მოიგო.