მიანმაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა

მიანმას ჩრდილოეთით მდებარე შტატ კაჩინში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა.

Interfax.ru-ს ინფორმაციით, ტრაგედია ნეფრიტის მაღაროსთან მოხდა, დაკარგულად მიიჩნევა 50 ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საძიებო სამუშაოების შედეგად დილით 5 გარდაცვლილი მაღაროელის ცხედარს მიაკვლიეს.

მიმდინარე წლის ნოემბერში იმავე რაიონში ჩამოწოლილმა მეწყერმა 115 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...