მიანმარში საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად მინიმუმ ექვსი ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ ექვსი ადამიანი დაიღუპა მიანმარის სამ ქალაქში იმ მომიტინგეების დაშლის შედეგად, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სამხედრო ძალების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას.

ქალაქ იანგონში სამი მომიტინგე, მათ შორის მასწავლებელი მოკლეს. ორი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 15 დაშავდა უსაფრთხოების ძალების მიერ ქალაქ ბაგოში საპროტესტო აქციის დაშლის დროს. გარდა ამისა, მანდალაიში მოკლეს მოტოციკლეტისტი, რომელიც არ მონაწილეობდა მიტინგში. ვითარების გამწვავების მიუხედავად, მიანმარის მრავალ ნაწილში დემონსტრაციები გრძელდება.

1 თებერვალს მიანმარის სამხედროებმა ერთი წლით საგანგებო მდგომარეობის დაწესების და ქვეყნის ხელმძღვანელობის მოხსნის შესახებ განაცხადეს, რისი მიზეზიც გახდა მასშტაბური თაღლითობები 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...