მიანმარში, საპროტესტო აქციების შედეგად მინიმუმ 38 ადამიანი დაიღუპა

მიანმარი საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეთა დაშლისას მინიმუმ 38 ადამიანი იქნა მოკლული, ადასტურებს გაერო.

ამგვარად, 3 მარტი ყველაზე სისხლიანი დღე იყო მას მერე, რაც ქვეყანაში ხელისუფლება სამხედრო ხუნტამ ჩაიგდო ხელში.

როგორც იტყობინებიან, არმიის დაქვემდებარებაში მყოფმა ძალებმა დემონსტრანტთა დიდ ჯგუფებს გაუხსნეს ცეცხლი რამდენიმე ქალაქში – რანგუნში, მანდალაიში, მინჯანში. მოკლულთა შორის მინიმუმ ორი მოზარდია.

ბირმაში სამხედრო გადატრიალება 1 თებერვალს მოხდა. ამის შემდეგ დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, მათ შორის მთავრობის დაპატიმრებულ მოხელეთა განთავისუფლების მოთხოვნით. დაკავებულთა შორის არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „დემოკრატიის ეროვნული ლიგის“ ლიდერი აუნ სან სუ ჩი. სამხედროები მის პარტიას არჩევნების გაყალბებაში სდებენ ბრალს. მათ დაითხოვეს საარჩევნო კომისიის წევრები და ერთი წლის შემდეგ ახალი არჩევნების ჩატარებას აპირებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...