მიანმარში, საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან, დაახლოებით 1,3 ათასი ადამიანი დააკავეს

მიანმარში, ხელისუფლებაში სამხედრო ძალის მოსვლის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების ფარგლებში, დაახლოებით 1,3 ათასი ადამიანი, მათ შორის 34 ჟურნალისტი დააკავეს. ამის შესახებ მიანმარის პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციამ განაცხადა.

“2 მარტის მონაცემებით, 1,294 ადამიანი დააკავეს. ამ დროისთვის 988 დაკავებული კვლავ პატიმრობაშია. საპროტესტო მიტინგების მკაცრი დარბევის შედეგად კი დაიღუპა დაახლოებით 30 ადამიანი”, – აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის ცნობით, მიანმარის ჟურნალისტებს ამჟამად თავს ესხმიან და აპატიმრებენ, თუნდაც მათ ჰქონდეთ მედია ნიშნები. “ამ დროისთვის დაპატიმრებულია 34 ჟურნალისტი, ზოგი პასუხისგებაში მიცემულია, რომელთაგან მხოლოდ 15 გაათავისუფლეს”, – განაცხადეს ორგანიზაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...