მიანმარში ამანათში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა

მიანმარში მინიმუმ ერთ ამანათურ ბომბს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის განდევნილი დეპუტატი და სამი პოლიციელი, რომლებიც შეუერთდნენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სამხედრო მმართველობას.

მას შემდეგ, რაც არჩეული მთავრობა ნობელის პრემიის ლაურეატის ხელმძღვანელობით, გადატრიალების შედეგად დაამხეს 1 თებერვალს, მიანმარში შეინიშნებოდა მცირე ბომბების აფეთქებების რაოდენობის ზრდა საცხოვრებელ ადგილებში, ზოგჯერ კი სამთავრობო უწყებების, ან სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.

ბოლოს აფეთქებები მოხდა მიანმარის სამხრეთ-ცენტრალურ სოფელში.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მინიმუმ ერთი ბომბი აფეთქდა სოფლის სახლში, რის შედეგადაც დაიღუპა ეროვნული დემოკრატიის ლიგის (NLD) რეგიონალური დეპუტატი, ასევე სამი პოლიციელი და ერთი მკვიდრი.

კიდევ ერთი პოლიციელი, რომელიც მონაწილეობდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობაში, ასევე მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც აფეთქების შემდეგ იარაღი ისროლეს. იგი საავადმყოფოში მოათავსეს.

მიანმარში გადატრიალების შემდეგ, ძალადობა გაიზარდა, ასეულობით ადამიანი დაიღუპა უსაფრთხოების ძალების მოქმედებების შედეგად, რომლებიც ცდილობდნენ დემოკრატიული პროტესტის ჩახშობას ქალაქებსა და სოფლებში. ეთნიკური შეიარაღებული ფორმირებები მხარს უჭერენ წინააღმდეგობას და სამხედროები იბრძვიან მიანმარის გარეუბანში.

პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციის (AAPP) მხარდამჭერთა ჯგუფი აცხადებს, რომ გადატრიალების შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს მინიმუმ 766 მშვიდობიანი მოქალაქე. სამხედრო ხუნტა კი აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლების დროს უსაფრთხოების ძალების მინიმუმ 24 წევრი დაიღუპა.

ხუნტას თქმით, მას ხელისუფლების ხელში ჩაგდება მოუწია, რადგან მისი საჩივრები არ განიხილა საარჩევნო კომისიამ, რომელმაც არჩევნები სამართლიანად მიაჩნია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...