მგზავრს საქართველოდან არადეკლარირებული 24 960 აშშ დოლარი გაჰქონდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“   შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინფორმაციის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელიც საქართველოდან მიემგზავრებოდა,   ბარგის  დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა –  24 960 აშშ დოლარი აღმოუჩინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე 13-ე ნაწილის თანახმად, აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად