მგზავრის შეურაცხყოფისთვის ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლს უფლებამოსილება შეუწყდა

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალმა გამოქვეყნა ინფორმაცია, სადაც წერდა, რომ 128 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, “თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “აიპრესს” განუცხადეს, რომ პოსტის ავტორი, მძღოლი და კომპანიის წარმომადგნლები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ.

ამბის განვითარების გასარკვევად დღეს “აიპრესი” შსს-ს დაუკავშირდა, უწყებაში განგვიმარტეს, რომ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

ჩვენი ინფორმაციით, პოლიციაში არც მძღოლმა და არც პოსტის ავტორმა ახალგაზრდა ქალმა არ დაადასტურა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.

როგორც დღეს კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” განგვიცხადეს, მიუხედავად იმისა რომ ქალმა არ დაწერა საჩივარი, მძღოლი მაინც გათავისუფლდა თანამდებობიდან.

შეგახსენებთ, 12 ივლისს ახალგაზრდა ქალი წერდა, რომ რომ 128 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის წერს, რომ “ზებრაზე ვიდექი როცა კარის ხმა გავიგე , ჩამოვიდა ბეჭებში ჩამარტყა დიახ ჩამარტყა, პატარა ბავშვს რომ ქეჩოში წაავლებენ ეგრე წამავლო ხელი აეთრიე შე გაუზრდელოო თან იფურთხებოდა წინ მედგა აი 10 სმ დაშორებით და ამათრია მარშუტკაში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...