მგზავრებით სავსე ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს სოფელ ცაიშთან ქვები დაუშინეს

ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს, სადაც მგზავრები ისხდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს და ფანჯრის მინები ჩაუმსხვრიეს.

ინციდენტი დღეს დილას, გამთენიისას მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ავტოსატრანსპორტო გაერთიანება “გლობუსის” წარმომადგენელი აცხადებს, ეს იყო სპეციალურად მოწყობილი პროვოკაცია მათი კონკურენტების მიერ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 187 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად