მღვდელმონაზონი ლეონიდე: საეკლესიო იერარქები რომლებიც იზიარებენ დუგინის ღირებულებებს, წინააღმდეგობაში არიან მართლმადიდებლურ სწავლებასთან

ამის შესახებ მღვდელმონაზონი ლეონიდე ებრალიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ის ადამიანები, მათ შორის საეკლესიო იერარქები რომლებიც პირდაპირ ან იდეოლოგიურ კავშირში არიან დუგინთან და იზიარებენ მის მსოფლმხედველობასა და ღირებულებების სისტემას, წინააღმდეგობაში არიან მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან.

შემთხვევითი არ არის, რომ “დუგინისტები” სამი წლის წინ ხმალამოღებულნი ილაშქრებდნენ კრეტის წმინდა და დიდი კრების წინააღმდეგ, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოთქვა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება დისკრიმინაციის წინააღმდეგ, დოკუმენტში “მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში”, რომლის მე-5 თავიც მთლიანად ეძღვნება დისკრიმინაციის თემას:

«ე. მართლმადიდებელი ეკლესია დისკრიმანაციის წინააღმდეგ

1. უფალი, როგორც სიმართლის მეუფე (ებრაელთა 7,2-3), უარყოფს ძალადობასა და უსამართლობას (ფსალმუნი 10,5) და გმობს სხვის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას (მარკ. 25, 41-46, იაკ. 2,15-16). მის სამეფოში, რომელიც აისახება და მყოფობს
მიწიერ ეკლესიაში, არ არის ადგილი არც სიძულვილისა, არც მტრობისა და არც შეუწყნარებლობისა (ისაია 11,6. რომ. 12,10).

2. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიას უკავია ნათელი პოზიცია. ეკლესიას სწამს, რომ ღმერთმა „ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ;“ (საქმ. 17,26) და რომ ქრისტეში „აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.“ (გალ. 3,28). კითხვაზე „ვინ არის ჩემი მოყვასი?“ ქრისტემ უპასუხა კეთილი სამარიტელის იგავით (ლუკა 10,25-37). ამგვარად იგი ასწავლიდა ყოველგვარი მტრობისა და სტერეოტიპების ბარიერთა რღვევას. მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ თითოეული ადამიანი, განურჩევლად კანის ფერისა, რელიგიისა, რასისა, სქესისა, ეროვნებისა, ენისა, შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად და სარგებლობს თანაბარი უფლებებით საზოგადოებაში. ამ რწმენით მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს დისკრიმინაციას ყველა ზემოხსენებული მიზეზით, რადგან იგი გულისხმობს ადამიანთა შორის ღირსების მიხედვით განსხვავებას.

3. ეკლესია ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის შეგნებით, აფასებს ამ პრინციპების განხორცილებას საიდუმლოებების შესახებ მისი სწავლების , ოჯახის, ეკლესიაში ორივე სქესის წარმომადგენელთა როლისა და მთლიანობაში, საეკლესიო ტრადიციაზე დაფუძნებულ ღირებულებების შუქზე. ეკლესიას აქვს უფლება მოწმობდეს თავისი სწავლების შესახებ საზოგადოებაში”, – წერს მღვდელმონაზონი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...