მღებრიშვილი სტურუას საქმეზე: განაჩენის შემდეგ მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მრებრიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სამტრედიელი ახალგაზრდა დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ის გადაწყვეტილებას განაჩენის შმედეგ მიიღებს. 

"ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, რას აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი, რატომ არ აკეთებს განცხადებასო. განცხადებას არ ვაკეთებ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, საქმე წარმოებაში აქვს მთავარ პროკურატურას და არ ვარ უფლებამოსილი, გავამჟღავნო რაღაც დეტალები და ვისაუბრო მთავარ პროკურატურაში წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე. 

მე დაველოდები გამოძიების შედეგებს, განაჩენს და შესაბამისად, მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ადგილზე მენეჯმენტთან დაკავშირებით. რაც შეეხება, თუ რას ვაკეთებ მიმალული პოლიციელის დაკავების თვალსაზრისით, სტანდარტულ პროცედურებს ვახორციელებთ იმას, რასაც ჩვეულებრივ ძებნილი ადამიანების მიმართ ვიყენებთ", – განაცხადა მრებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ დაფნარში, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ბრალი პროკურატურამ წაუყენა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად