A1 ბანერი

მგალობელ-მომღერალთა გუნდი “ადილეი” ამერიკაში გასტოლებს გამართავს

2 აპრილს მგალობელ-მომღერალთა გუნდი „ადილეი“  ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ანსამბლი კონცერტებს გამართავს ბოსტონში, ილიონისში, ინიდანაში, კალიფორნიაში, ვაშინგტონსა და ნიუ იორკში. კონცერტებთან ერთად ანსამბლის წევრები ჩაატარებენ  ვორქშოპებსა და მასტერკლასებს.

აღნიშნული ტურნეს კონცერტებსა და მასტეკლასებში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლის მეგობრები – ანა და მადონა ჩამგელიანები, სვანეთის მომღერალ სოფელ ლახუშდიდან. ტურნე აშშ-ში 28 აპრილს დასრულდება.

ანსამბლი “ადილეი”

3-5 აპრილი – ბოსტონი
7 აპრილი – ურბანა, ილინოისი
9-11 აპრილი – ბლუმინგტონი, ინდიანა
12 აპრილი – ინდიანაპოლისი, ინდიანა

ანსამბლი “ადილეი” და დები ჩამგელიანები:

13-16 აპრილი – სამხრეთ კალიფორნია
18-21 აპრილი – ჩრდილოეთ კალიფორნია
22-23 აპრილი – სიეტლი, ვაშინგტონი
25-27 აპრილი – ნიუ იორკი

„ადილეის“ ჩატარებული აქვს კონცერტები, ვორქშოფები და სემინარები იტალიაში, ბელგიაში, გერმანიასა და აშშ-ში. გუნდს გამოცემული აქვს CD ალბომი, ფირფიტა და სასწავლო ჩანაწერები.ანსამბლი  „ადილეი“ 2012 წლის დეკემბერში  ჩამოყალიბდა. ანსამბლი ძირითად მიზნად ისახავს ნამდვილი ფოლკლორის პოპურიზაციას, რადგან, სამწუხაროდ მისი ცნობადობა ფართო მასებში დაბალია. ვცდილობთ, ის სიხარული და სილაღე, რაც ქართულ სიმღერებშია, გავუზიაროთ მსმენელს.

გუნდის წევრი დემეტრე ქირია ამბობს: “სახელად „ადილეი“ რამდენიმე ფაქტორის გამო ავირჩიეთ: იგი არის დასავლური სიმღერებისთვის დამახასიათებელი სამღერისი და ზუსტად ესადაგება ჩვენს რეპერტუარს . გარდა ამისა,  „ადილეი“ არის მგზავრული სიმღერა, რომელიც ასოცირდება მოძრაობასთან და წინსწრაფვასთან.

„ადილეის“  მთავარი ღირებულება არის ურთიერთობა ერთმანეთთან, საზოგადოებასთან და ჩვენ წინაპრებთან. ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ტრადიციული სიმღერა-გალობის შემოტანას ყოველდღიურობაში.  ვცდილობთ ვიყოთ სპონტანურები და იმპროვიზაციულად ვთქვათ სიმღერის ჩვენებური ვარიანტები. სწორება სოფლურ ფოლკლორზე და მის პრინციპებზე გვაქვს, ძირითადად კი დასავლეთ საქართველოს კუთხის სიმღერებს ვმღერით”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...