მეზვრიშვილი: რაინდი არ ვიცი ვინ არის, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, მკაცრი რეაგირება იქნება

“რაინდი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ყველა ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, რეაგირება სამინისტროს მხრიდან იქნება მკაცრი.”,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან ბიზნესმენის, ლევან ვასაძის მოწოდებების კომენტირებისას განაცხადა.

„ იმუნიტეტით ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ ისარგებლებს, მით უმეტეს როდესაც ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და შინაგან საქმეთა სამინსიტროს , როგორც წესი კანონდარღვევებზე აქვს ხოლმე ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება ამ საკითხს, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც კანონს არღვევენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო უწყებების მსგავსი ფუნქციები რაიმე ტიპის ე.წ. ფორმირებების და წარმონაქმნების შექმნის ნებისმიერი მცდელობა , ისევე როგორც ამ ტიპის ფორმირებების ხელმძღვანელობა , ამ ტიპის ფორმირებებში გაწერვიანება- ისჯება კანონით და უფრო მეტიც, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შსს-მ ამაზე რეაგირება მოახდინა უკვე, დღეს დილით გამოძიება დავიწყეთ უკანონო ფორმირების მუხლით, ახლა სამინისტრო ჩაატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს. შეფასდება კონკრეტული პირის და პირების ქმედებები და მიეცემა ამას სათანადო სამართლებრივი შეფასება.

ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ ძალიან კარგად, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია ამ ქვეყანაში , სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ მოგეხსენებათ, არის მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების კომპეტენცია და არავის, არც ერთ სხვა დაჯგუფებას თუ ფორმირებას ამ ფუნქციების შესრულების უფლებამოსილება არ გააჩნია და სამართალდამცველი ორგანოები და ზოგადად სახელმწიფო ამას არ დაუშვებს.

დაველოდოთ ახლა გამოძიების შედეგებს. ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები და დამატებით უკვე საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით. კიდევ ერთხელ, ვაცხადებ, ისჯება როგორც შექმნა , ისე შექმნის მცდელობა, მისი ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ამიტომ, სანამ ადამიანები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, სანამ ადამიანები კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებს განახორციელებენ, ნებისმიერი ჯგუფის მიმართ და ჩვენთვის როგორც წესი ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის დანაშაულის ჩამდენი, განურჩევლად მათ რელიგიური კუთვნილებისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური შეხედულებისა თუ სხვა ნიშნისა, სამინისტროს ექნება ადეკვატური რეაქცია.

დაველოდოთ გამოძების შედეგებს. მოგეხსენებათ ეს არის ბუნებრივი პროცესი, ჩასატარებელია ცალკეული საგამოძიებო მოქემედებები. დაველოდოთ და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით.

გამოძიების შედეგები უნდა ვიხილოთ გონივრულ ვადებში, რაც როგორც წესი ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებას სჭირდება. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და ამ ყველაფერს ბუნებრივია სჭირდება შესაბამისი დრო.

რაინდი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ყველა ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, რეაგირება სამინისტროს მხრიდან იქნება მკაცრი. ვერავინ ვერ გაარღვევს პოლიციის კორდონებს ბუნებრივია, ვერავინ ვერ იძალადეს პოლიცილებზე. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული და ბუნებრივია პოლიციას ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება”.-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამბობს რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში წესრიგს, ამიტომ ის რაზმების შექმნა იწყებს. ასევე აანონსებს კომბლების რევოლუციას და ქამრებით ხელების შეკვრას. აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით კი, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად