მეზვრიშვილი: ფარები წაართვეს 300-მდე პოლიციელს, კითხვის ნიშნები რატომ უნდა არსებობდეს, რომ პოლიციამ  გამოიყენა სპეციალური საშუალებები? 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში 20-21 ივნისის მოვლენები შეაფასა. მეზვრიშვილი სპეციალური საშუალებეის გამოყენებას შეეხო და აღნიშნა რომ ეს უფრო ადრეც შეიძლებოდა მომხდარიყო.

“ამ საკითხზე მინისტრმაც ისაუბრა და სრულად ვიზიარებ ამ მოსაზრებას – ერთადერთი თუკი რამე, ასე ვთქვათ „შეცდომა“ დავუშვით ჩვენ იმ ღამეს –  იყო
ის, რომ 2 საათის განმავლობაში პოლიცია რისკის ქვეშ დავაყენეთ და გაცილებით ადრე არ დავიწყეთ სპეციალური საშუალებების გამოყენება, იმიტომ რომ
თავდაცვის ერთადერთი საშუალება – ფარები  წაართვეს 300-მდე პოლიციელს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიციელი , რომელსაც პასიური თავდაცვის საშუალებები უჭირავს –  რეზინის ხელკეტი და ფარი – პოლიტიკოსების მოწოდებებით  მასიურ ძალადობას აქვს ადგილი კორდონთან, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აქტიურდება და აქტიურდება, დაწოლა კიდევ ფრო ძლიერდება პოლიციაზე და პოლიციას უჭირავს მხოლოდ რეზინის ხელკეტი – ფარები- თავდაცვის ერთადერთი საშუალება აღარ აქვს.  – ახლა ამ პირობებში, უბრალოდ წარმოუდგენელია კითხვის ნიშნები რატომ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები და დაიწყო აქციის შეწყვეტა.“- განაცხადა  ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...