მეზვრიშვილი ონში მომხდარ შემთხვევაზე: დაცვის პოლიციელს უფლებამოსილება შევუჩერეთ, საქმე პროკურატურას გადავეცით

„ჩვენ დაცვის პოლიციელს უფლებამოსილება შევუჩერეთ და საქმე გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას გადავეცით“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ონში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

“დაუყოვნებლივ, იმავე დღეს მოხდა ბრალდებული პირის დაკავება. მას მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი, ამ
ეტაპზე ექსპერტიზებია დანიშნული და როგორც კი იქნება შედეგები საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ. რაც ყველაზე მთავარია, იმის გამო, რომ საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გააჩნდა, რადგან დაცვის პოლიციის თანამშრომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ჩვენ ამ ადამიანს უფლებამოსილება შევუჩერეთ და საქმე გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას გადავეცით“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად