მეზვრიშვილი: მიხეილ კალანდია იყო ის პირი, რომელმაც ითანამშრომლა და გამოძიება რაღაც გზას დაადგა

ამის შესახებშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„მაშინ როდესაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა, მიხეილ კალანდია იყო ის პირი, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და გამოძიება რაღაც გზას დაადგა. ჩვენი შეფასებით, ეს იყო გამოძიების სტრატეგია, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო არასწორი სტრატეგია. დავუშვათ, რომ იყოს არასწორი სტრატეგია. ამ არასწორი სტრატეგიის გამო, ვთქვათ რაღაც ღონისძიებები არ ჩატარდა – წმინდა სამართლებრივად, აპრიორი იმის მტკიცება, რომ გამომძიებელმა ან პროკურორმა ცალსახად დანაშაული ჩაიდინა უბრალოდ სამართლებრივად არასწორია. თუ ამის მიუხედავად ვიღაცას აქვს კითხვის ნიშნები, იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამოხელეო დანაშაულს, რამდენად კეთილსინდისიერად, განზრახ მოქმედებდნენ გამომძიებლები ან პროკურორები ამ სისხლის სამართლის საქმეში. თუ ერთადერთი გამოსავალი არის გამოძიების დაწყება სამოხელეო დანაშაულზე, მართლები ვართ და ამაში ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას.

ახლაც ვამბობ, მინისტრმაც ისაუბრა ამის შესახებ და არაერთ ეთერში ამაზე განგვიცხადებია. ჩვენ არავითარ შემთხვევაში
არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმემ ეს სამოხელეო მიმართულებით გამოძიება, გარკვეულმა ადამიანებმა, ისევე, როგორც ძირითადი საქმის და გამოყოფილი საქმის გამოყენება მოხდა პოლიტიკური მიზნებისთვის. იმიტომ, რომ ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ და ისევ და ისევ დააზიანოს პროცესის მონაწილის ინტერესები. მესმის, რომ მცდელობები ამის არსებობს. ბოლომდე ვცდილობთ, რომ ამართლებრივ ჩარჩოებს არ გავცდეთ როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება”. – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...