მეზვრიშვილი: კანაფზე მითქმა-მოთქმა იმათგან მოვისმინეთ, ვისაც წაკითხულიც არ ჰქონდა კანონპროექტი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა იმედის ეთერში მარიხუანას რეგულირებისა და კანაფის მოყვანა-წარმოების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა. 

 მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტი მარიხუანას მოხმარების რეგულირებას ახდენს და სამართლებრივ ჩარჩოს ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასახვისათვის.

რაც შეეხება კანაფის მოყვანისა და წარმოების შესახებ არსებულ მითქმა-მოთქმას, მეზვრიშვილის თქმით გავრცელებული მოსაზრებები არასწორია და იმ პირების უმრავლესობას, ვინც ბოლო დღეებში ამ საკითხებზე საუბრობდა, წაკითხული არ ჰქონია კანონპროექტი.

" ბოლო დღეების განმავლობაში კანონპროექტთან დაკავშირებით არაერთი აზრი და მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ, მათ შორის კომენტარებს აკეთებდნენ ის ადამიანები, რომელთაც კანონპროექტი საერთოდ წაკითხული არ ჰქონდათ და შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, თითქოს მთავრობის კანონპროექტი თავისუფალ მიმოქცევაში უშვებს ნარკოტიკულ საშუალებებს, ამ შემთხვევაში კანაფს ან მარიხუანას, თითქოს ჩვენ ვიწყებთ ქვეყანაში ნარკოტიკების გაყიდვას, ხელს ვუწყობთ მოხმარებას და ა.შ. – ეს ყველაფერი არის სიცრუე.” – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...