მევლუდ მელაძე: უნდა მეყვირა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და თინეიჯერების მიკარება მათი სამიზნედ ამოღებაა!

მევლუდ მელაძე, ქართველი ავტომრბოლელი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც მის ოჯახს თავს დაატყდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მშობლებს მოუწოდებს თინეიჯერებს არ მისცენ ავტომობილების, განსაკუთრებით კი BMW -ს მართვის უფლება.

“ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია 😔უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია…დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე…მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას…” – წერს მევლუდ მელაძე.

“შეგახსენებთ, რომ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რ ავა­რი­ას 16 წლის ნიკა ჯორჯაძე ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა 15 აპრილს მოხ­და. დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 4 ახალ­გაზ­რდა იჯდა, ხეს შე­ე­ჯა­ხა. უკან მჯდო­მი ნიკა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სამი და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­ში გადაიყვანეს, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით და­ი­წყო.

ნიკა ჯორ­ჯა­ძეა, 16 წლის აგ­ვის­ტო­ში გახ­დე­ბო­და. ის “აგ­რო­ჰა­ბის” მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის სა­ლო­მე გვე­ლე­სი­ა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის მევ­ლუდ მე­ლა­ძის შვი­ლია. სა­ლო­მეს ნიკა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...