მეუფეს გარდაცვალების გამო ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონერტი გაუქმდა

ელექტრომობილების პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონცერტი ქუთაისში აღარ ჩატარდება.

კონცერტის ჩაშლის მიზეზი ქუთათელ – გაენათელი მიტროპილიტის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაა. ღონისძიებაზე მხოლოდ ელექტრომობილების პრეზენტაცია გაიმართება. პროგრამის მიხედვით, ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გრანდიოზული კონცერტი და ელექტრონული მუსიკის საღამო იგეგმებოდა.

პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“ (Aigroup) ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ელექტრომობილების საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად