მეუფე ზოსიმე: შევძრწუნდი ისეთი რაღაცეები მოვისმინე, ესენი რაღაც ძალების წაქეზებით მოქმედებენ

“მე თვითონ ნაკლებად ვუყურებ ტელევიზორს, მომასმენინეს და შევძრწუნდი ისეთი რაღაცეები მოვისმინე,” – ამის შესახებ წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ზოსიმე შიოშვილმა განაცხადა და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

“ესენი მოქმედებდნენ რაღაც ძალების წაქეზებით. რატომ აქამდე არ ამბობდნენ, ალაპარაკდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც უწმინდესს წაუყენეს ბრალდებები. ჰგონიათ, რომ საპატრიარქოს ტახტი შერყეულია.

სულ სხვა სულის ხალხი იყო. ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩილება სურდათ, ვინც მათ უკან იდგა. ყოფილი მღვლდელმთავარი ქრისტეფორე წამალაიძე ადრევე დაუპირისპირდა ეკლესიას. ესენი იმის ხალხია,” – განაცხადა დღეს მეუფე ზოსმემ.

 

შეგახსენებთ, მამა გიორგი სხილაძე აცხადებს რომ, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზოსიმეს სტუდენტი მამაკაცებს სექსუალურად ავიწროვებდა.

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს.

მეუფე ზოსიმეს თქმით, სტუდენტები მისი სემინარიიდან წასვლას იმის გამო ითხოვდნენ, რომ მათგან სულიერებას და შინაგანაწესის დაცვას ითხოვდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად