მეუფე ვახტანგი: “ციანიდის საქმე” ბოლომდე გამოძიებული არაა და რეალური დამნაშავეები არ ჩანან

“ციანიდის საქმე” ბოლომდე გამოძიებული არაა და რეალური დამნაშავეები არ ჩანან, – ამის შესახებ ცურტაველმა მიტროპოლიტმა მეუფე ვახტანგმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე განტევების ვაცია, თუმცა მიაჩნია, რომ თავისი წილი დანაშაული მამალაძესაც ექნება.

“ციანიდის საქმე” ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოძიებული. ის მთავარი დამნაშავეები, რომლებიც ამ საქმეში არიან და ეჭვი არ მეპარება, რომ არიან, არ ჩანან.

განტევების ვაცი გამოვიდა საწყალი მამალაძე. მე ასე ვხედავ. მაქვს თუ არა ეჭვი ვინმეს მიმართ ამაზე ვერ ვისაუბრებ. ამის საფუძველი რომ მქონდეს, უნდა დავამტკიცო.

ეკლესია ყოველთვის არის შემწყნარებელი და ეს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს განცდა ჩემში, რომ თქვენზე შეწყნარება დავუშვა. ამის საფუძველს თქვენ უნდა მაძლევდეთ. თუ გინდა მამალაძე იყოს, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ მას ამ საქმეში თავისი წილი დანაშაული ექნება. მაგრამ ვინც არიან რეალური დამნაშავეები, ეს ხალხი არ ჩანან”, – განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად