მეუფე სტეფანესთან დაპირისპირებული სასულიერო პირები არ აპირებენ დაემორჩილონ ეპარქიის წესებს

იმ სასულიერო პირებმა, რომლებიც დაპირისპირებაში არიან ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტთან და საპატრიარქოსთან, საპასუხო განცხადება გააკეთეს და იმ ბრალდებებს უპასუხეს, რაც მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მეუფე სტეფანემ კიდევ ერთხელ წაუყენა.

დაპირისპირებული სასულიერო პირები არ აპირებენ დაემორჩილონ ეპარქიის წესებს და აცხადებენ რომ ისინი არ აღიარებენ სხვა მეუფეს, ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას გარდა.

სასულიერო პირები მოითხოვენ ჩატარდეს სპეციალური საეკლესიო კრება, სადაც განხილული იქნება ყველა ის პრობლემა რაც არსებობს ეპარქიაში.

ასევე ითხოვენ მეუფემ დაამტკიცოს ის მძიმე ბრალდება რაც მან წაუყენა ყოფილ მეუფეს (პეტრე ცაავას), საქმე ეხება ბალდის მამათა მონასტერში მომხდარ დაპირისპირებას, სადაც მათი თქმით, მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა, რომ პეტრე ცაავამ დაარღვია ეკლესიის კანონი და  მიტროპოლიტობის პერიოდში ეყოლა შვილი, რომელიც გახიზნულია გერმანიაში.

სწორედ ამ განცხადებაში ხედავენ ცილისმწამებლურ და დანაშაულებრივ ბრალდებებს. მიტროპოლიტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ჭყონდიდის ეპარქია გაშენდა და განვითარდა ეპარქიის ყოფილი მეუფის პეტრე ცაავას ძალისხმევით და არა ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას მიერ, როგორც ამას აცხადებს მიტროპოლიტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...