მეუფე სტეფანემ ეპარქიიდან კიდევ ოთხი მამაო განკვეთა

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ეპარქიიდან კიდევ ოთხი მამაო განკვეთა.

მათ შორის არიან ის მღვდელმთავრები, რომლებიც მკვეთრად აფიქსირებდნენ თავიანთ პროტესტს და არ ემორჩილენოდნენ მიტროპოლიტ სტეფანეს.

სტეფანეს მიერ განკვეთილი მამაოები,ასევე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიმართ წაყენებული ბრალის დამტკიცებასა და პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდებებზე, სინოდის სხდომაზე განხილვას ითხოვდნენ.

სანამ მეუფე სტეფანე ბრძანება # 6-ს გასცემდა,მან რჯულის კანონის ის მუხლები წაიკითხა, რომლითაც იხელმძღვანელა.

მიტროპოლიტმა განაცხადა,რომ განკვეთილებმა დაარღვიეს რჯულის კანონის ყველა მუხლი, რის გამოც მეუფე სტეფანემ მათი ეპარქიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

მეუფე სტეფანემ განკვეთილ მღვდლებს მსახურების უფლება შეუჩერა და თქვა, რომ მათ უფლება მხოლოდ მას შედეგ აღუდგებათ, რაც ისინი ერისა და ბერის წინაშე მოინანიებენ.
ამას გარდა, განკვეთილთა სიაში არის არქიმანდრიტი ათინოგენე, რომელიც მის წოდებას ვეღარ დაიბრუნებს.
მეუფე სტეფანეს ბრძანება ძალაში გაცემისთანავე შევა.

შეგახსენებთ,დღეს ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ
მამა ათიოგენეს არქიმანდრიტობა შეუჩერა, მამა დანიელს კი -მღვდელმსახურება.
მისივე გადაწყვეტილებით, ღვთისმსახურების უფლება ჩამოერთვათ მამა მირიან მესხს, მამა ლუკას და და ანანია კალანდაძეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...