მეუფე სტეფანე: ვისაც უნდა სიამოვნება იპოვოს ეკლესიის გარეთ, ის ეძებს სიკვდილს

ყველას მოგიწოდებთ ხვალ ვიდგეთ იქ. პარაკლისზე დავდგეთ, რომ ჩვენ ეს არ გვინდა. ეკლესია მოუწოდებს ხალხს არ დაუშვან საქართველოში ცოდვის პროპაგანდა. მათ კი უნდათ ჩვენი გადამტვრება, მაგრამ გადაიმტვრევიან თვითონ – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა და და აღნიშნა, რომ ორიენტაცია ჩვენი უნდა იყოს ჭეშმარიტების სული და ამ ჭეშმარიტების სულს უფალი სათუთად ინახავს.

,,ვინც ებრძვის ეკლესიას, ის სულიწმინდას გმობს. ვისაც უნდა სიამოვნება იპოვოს ეკლესიის გარეთ, ის ეძებს სიკვდილს.
რა უნდა ელჩს რაღაცა აქციის მხარდამჭერებში და რატომ აძალებს ხელისუფლება პოლიციას, დაიცვას ისინი. ცოდვის მონობაში მყოფი ჯგუფი დამიყენეს როგორც არბიტი ჩემს ცხოვრებაში. ეკლესიამ ორჯერ გამოაცხადა და კიდევ გამოაცხადებს, ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას. და როცა ხალხი ამბობს ამას არ ვღებულობთ, ეს არის ის შენ რომ ცოდვილი ხარ ეს არ უნდა შეირგო როგორც სიკეთე, ამ ცოდვას უნდა ებრძოლო.ევროკავშირში გაერთიანება გეებზე გადის. სოდომის ცოდვა თუ დავუშვით მაშინ ჩვენ გავერთიანდებით?”- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

კომენტარები
იტვირთება...