მეუფე სტეფანე: ნუ გგონია ჟურნალისტს განსაკუთრებული კასტა შენი თავი…შენ გამოიყვანე ის მდგომარეობიდან და იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო

ასე იქადაგა დღეს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა. დღევანდელ დღეს, როდესაც გარდაიცვალა ტვ პირველის ოპერატორი, რომელიც 5 ივლისის აქციის დროს საკმაოდ მძიმე დაშავდა და მის გაედაცვალებაზე გამოძიება დაიწყო, მიტროპოლიტმა თავისი ქადაგება მედიის კრიტიკას მიუძღვნა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯაშვილმა მედიის ხელმძღვანელები ძალადობრივი სისტემის შექმნაში, ხოლო მედიის წარმომადგენლები უკანონო დავალებების შესრულებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან საკვირაო ქადაგებაში განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს მარწუხები და სისტემა დამთრგუნველია და მოძალადეა.

“ნუ გგონია ჟურნალისტს განსაკუთრებული კასტა შენი თავი. არ უნდა ვემსახურდოთ რაც მიწიერია, უნდა ვემსახუროთ უფალს. შენ პირდაპირ მრევლს თავზე ლაფს ასხამ და ჯვარს რკინის კონსტრუქციას ეძახი, შენ გამოიყვანე ის მდგომარეობიდან და იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო. შეუძლებლია ტელევიზორის ყურება. თქვენგან ინფორმაციას ვერ ვღებულობ.პატიოსანი სიტყვა ტელვიზორში არ არის.ძალის გამოყენება სამშობლოს დაცვისთვის არაა ძალადობა. ძალადობაა ჩაგვრა. ჩვენ ვდგავართ ჩვენი ღირებულებების დასაცავად,” განაცხადა მეუფე სტეფანემ.

კომენტარები
იტვირთება...