მეუფე სპირიდონი: ოკუპანტი რუსეთიო, ფარისევლობაა, თურქეთი ორჯერ მეტი ოკუპანტი არ არის?

ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ქადაგებისას ბრძანა.

დედაღვთისმშობლის არის საქართველო და შენ ამ ჯოჯოხეთში არ გაგიშვებს, ამაშია საქმე. ის “ნატო” და ევროკავშირი , ეს არის ქვეყნების ალიანსი, რომლებიც ამ გათახსირებას აკანონებენ. იძახიან ოკუპანტი, ოკუპანტი რუსეთიო. ფარისევლობაა, თურქეთი ორჯერ მეტი ოკუპანტი არ არის? ორჯერ მეტი ტერიტორია აქვს წაღებული. თუ კი ტერიტორიაზეა საუბარი, თუ ოკუპანტს ვეძახით მას ვინც ტერიტორიები წაგვართვა, ორჯერ მეტი აქვს წაღებული, რატომ იმას არ ეძახი? ე.ი შენ არ გაინტერესებს ეს. შენი მიზანი სხვა არის. იგივე არ არის, აგერ ყველაზე ძვირფასს გედავებიან დავით გარეჯს. შემოდიან და უნდათ რომ ეს წაიღოს აზერბაიჯანმა. თუ შენ იძახი რომ ოკუპანტი, ოკუპანტიო, აგერ გართმევს, ის არ არის ოკუპანტი?! გვეყოფა ეს ფარისევლობა ძმებო და დებო. ჩვენ უნდა მოვიდეთ დედა ეკლესიაში…”, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა, რომლის ვიდეო ჩანაწერს “კურიერი” ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად