მეუფე სპირიდონი: მთავარი არხი, ტვ პირველი და ფორმულა – ეს არის სატანის მიკროფონი (ვიდეო)
სხალთის ეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა ხიჭაურში, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე წირვა -ლოცვა ჩაატარა. რომლის დასრულების შემდეგ იქადაგა.
სასულიერო პირმა ტელეკომპანია „მთავარი არხს” , ტვ „პირველს” და „ფორმულა“ “სატანის მიკროფონი” უწოდა და სინანულისკენ მოუწოდა.
“მთავარი არხი, ტვ პირველი და ფორმულა და კიდევ ზოგიერთები – ეს არის სატანის მიკროფონი. ამიტომ ვევედროთ დედა ღვთისმშობელს და უფალს, მოიქცენ ისინიც, მოტრიალდნენ, ღმერთმა მადლი მისცეთ ძალიან დიდი და სინანული მისცეთ ძალიან დიდი და უფალმა აღადგინოს დიდი ივერია”, – განაცხადა ეპისკოპოსმა ქადაგებისას.