მეუფე სპირიდონი: კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, შენი თავის ვერ გაგიგია, ქალი ხარ თუ კაცი ხარ, ვინ უნდა შეამოწმო…

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა დღევანდელი ქადაგებისას სახალხო დამცველის აპარატსა და ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებაზე კვლავ სიძულვილის ენით ისაუბრა.

მთავარეპისკოპოსი, რომელიც ბავშვებთან ომბუდსმენის აპარატს არ უშვებს, ირწმუნება, რომ არასრულწლოვნები რთულ პირობებში არ იმყოფებიან.

“ვინ უნდა შეამოწმოს ეკლესია? შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთში და ერთ სიბრტყეზე აყენებ კაცს. საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და ქალი გახდა და ქალი ჩაუწერე შიგნით და შენ ითხოვ, შეგამოწმებო? ვინ უნდა შეამოწმო, შე ბრმა, შე ყრუ. შე, ასე ვთქვათ, როგორ გითხრა ახლა.. რომელიც ელემენტარულ რამეს, ქალს და კაცს ვერ ასხვავებ ერთმანეთისგან, შენი თავის ვერ გაგიგია, ქალი ხარ თუ კაცი ხარ, ვერ გაგიგია, შენ ვინ უნდა შეამოწმო. მაგრამ დავალებული გაქვს ეს შენი ძმაკაცებისგან საზღვარგართიდან, გაერო… ნინოწმინდის ბავშვთა სახლს უჩივლეს გაეროში – რომელ გაეროში, რომელმაც კონჩიტა გამოიყვანა და თქვა, ეს არის ჩვენი დემოკრატია, ამას უნდა მივბაძოთო, ტრანსგენდერ ქალს. ლომჯარიას ჭკუაზე რომ ივლის ქართველი კაცი, ის ხომ დაიღუპება”, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, სადაც მონიტორინგის განხორციელება ვერ ხერხდება – ეპისკოპოსი ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ უშვებს, 2020 წლის ივნისის შემდეგ კი დაწესებულებაში მხოლოდ 1 სოციალური მუშაკი 14 მაისს შევიდა.

შეგახსენებთ, 2021 წლის მაისის თვეში  სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები

შეგახსენებთ: “აიპრესი” ემიჯნება სიძულვილის ენას და  ჰომოფობიური შინაარსის განცხადებებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...