მეუფე სპირიდონი: ილია მეორე მართლმადიდებლობის მსოფლიო ლიდერია, ის არის ახალი პავლე (ვიდეო)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლობის მსოფლიო ლიდერია, ის არის ახალი პავლე – ამის შესახებ სხალთელმა მიტროპოლიტმა მეუფე სპირიდონმა განაცხადა.

“87  წლის პატრიარქი, მე ვიტყოდი ყოველგვარი მსოფლიო ლიდერი მართლმადიდებლობის, ადრე მოციქულები ბევრი იყვნენ, დღეს მარტო ილია მეორეა მთელ მსოფლიოში. ასეთი ავტორიტეტი არავინ არ არის, ამიტომ ვამბობთ ჩვენ, ის არის ახალი პავლე.

ის არის იმ დიდი მოციქულების პირდაპირი მემკვიდრე, იმ უდიდესი მოციქულების ანდრია მოციქულია, პეტრე მოციქულის, ის რაც გააკეთა წმინდა ნინომ იმას აკეთებს დღეს უწმიდესი.

ნახეთ, უწმიდესის პირადი თავგანწირვის გამო, არ ტოვებდა წირვა ლოცვას  და 87 წლის ადამიანმა ღამის თევით ჩაატარა ლიტურგია

ჩვენი პატრიარქი ამ თავდადებული ლოცვის შედეგია და ჩვენი ხალხის, რომელმაც გადადო თავისი თავი, როგორც იმ 10 ათასმა ქართველმა და ღვთისმშობელი ჩაერია და გადაარჩინა.

ფეხით იარეს, ზოგმა 10 კილომეტრი, ზოგმა 5 კილომეტრი, ზოგმა 20 კილომეტრი, ზოგმა 20 კილომეტრი, ზოგმა 30 კილომეტრი, ზოგმა 50 კილომეტრი და აი, ეს შრომა შეიწირა დედა ღვთისმშობელმა და აი ასე იფარავს საქართველოს.

გიმეორებთ, ქადების ჭამით ჯერ არავინ ცხონებულა. შრომა, ღვაწლი, თავგანწირვა. ეძიებდეთ ქრისტესთვის თავგანწირვას და სიკვდილსო, აბობდა ჩვენ დიდი მოციქული, დიდი ვახტანგ გორგასალ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად